იერემია 44:4
3. იმ ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად ჩადიოდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამა-პაპა იცნობდა.4. ვგზავნიდი მათთან ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, გამუდმებით ვგზავნიდი და ვაბარებდი: ნუ ჩაიდენთ სიბილწეს, რომელიც მე მძულს-მეთქი;5. მაგრამ არ გაიგონეს და ყური არ მათხოვეს, რომ მოქცეულიყვნენ ბოროტებისგან და აღარ ეკმიათ უცხო ღმერთებისთვის.
იერემია თავი 44