იერემია 44:9
8. რატომ მაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით, რომ უკმევთ უცხო ღმერთებს ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც საცხოვრებლად მოხვედით? რად გინდათ რომ ამოიძირკვოთ და შესაჩვენებელი და შესარცხვენელი გახდეთ ქვეყნის ყველა ხალხს შორის?9. ხომ არ დაგვიწყნიათ ბოროტებანი, რომელთაც თქვენი მამა-პაპა, იუდას მეფეები, მათი ცოლები, თქვენ და თქვენი ცოლები სჩადიოდით იუდას ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში?10. დღემდე არ გამტყდარან და არ შეშინებულან, არ შედგომიან ჩემს რჯულსა და წესს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.
იერემია თავი 44