იერემია 46:27
26. ჩავაგდებ მის მესისხლეთა - ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, და მის მორჩილთა ხელში. მერე კი ძველებურად დასახლდება, ამბობს უფალი.27. შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ნუ ფრთხი, ისრაელ! რადგან, აჰა, დავიხსნი შენს თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ. არავინ იქნება დამაფრთხობელი.28. ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთანა ვარ. ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, ვისთანაც მყავხარ გაგდებული; შენ არ მოგიღებ ბოლოს, ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.
იერემია თავი 46