იერემია 48:34
33. ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და მოაბის ქვეყანას; გავაქრობ ღვინოს საწნახლებიდან, აღარ დაწურავენ შეძახილით: ჰედად! ჰედად! აღარ გაისმება ჰედადის შეძახილი.34. ხეშბონის გამო კივილს ელყალამდე, იაჰაცამდე ბანი მისცეს ცოღარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაწყდება ნიმრიმის წყლებიც.35. მუსრს გავავლებ მოაბში ყველას, ამბობს უფალი, ვისაც გორაკზე მსხვერპლი მიაქვს და უკმევს თავის ღმერთებს.
იერემია თავი 48