იერემია 48:36
35. მუსრს გავავლებ მოაბში ყველას, ამბობს უფალი, ვისაც გორაკზე მსხვერპლი მიაქვს და უკმევს თავის ღმერთებს.36. ამიტომ მიკვნესის სტვირივით გული მოაბზე; მიკვნესის სტვირივით გული კირ-ხარესის ხალხზე, რადგან დაეღუპათ მთელი მონაგარი.37. გადაპარსული აქვს ყველას თავი, მოკვეცილი აქვს ყველას წვერი, დახოკილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია.
იერემია თავი 48