იერემია 49:31
30. გაიქეცით, იჩქარეთ, ქვაბებში შეიხიზნეთ, ხაცორის მკვიდრნო! ამბობს უფალი, რადგან თათბირი ქნა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ თქვენს წინააღმდეგ და განზრახვა განიზრახა თქვენს წინააღმდეგ.31. ადექით, დალაშქრეთ უზრუნველი ხალხი, იმედიანად მცხოვრებნი, ამბობს უფალი. არც კარები აქვთ, არც ურდული; მარტოდმარტო სახლობენ.32. დაიტაცებენ მათ აქლემებს და ნადავლად წაასხამენ ურიცხვ საქონელს; ოთხივ ქარისკენ გავფანტავ საფეთქელშეკრეჭილებს და ყოველს მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, ამბობს უფალი.
იერემია თავი 49