იერემია 49:4
3. მოთქვამდე, ხეშბონო, რადგან გაძარცულია დაი. ჰკიოდეთ, რაბათელო ქალებო, ჩაიცვით ჯვალო, მოთქვამდეთ და ფარეხ-ფარეხ წანწალებდეთ! რადგან ტყვეობაში წავა მალქომი და მისი ქურუმები და მთავრები მასთან ერთად.4. რად იკვეხნი შენს ხეობებს? წაილეკა შენი ხეობები, განდგომილო ასულო, საგანძურების იმედი რომ გაქვს, ვინ მოვაო ჩემთან?5. აჰა, დაგცემ შიშის ზარს, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ყოველის მხრიდან; ყველანი ცალ-ცალკე განიდევნებით და ვეღარავინ შეგკრებთ გზადაკარგულებს.
იერემია თავი 49