იერემია 5:13
12. უარჰყვეს უფალი და თქვეს: აღარ არის იგი და უბედურებაც არ გვეწევაო, არც მახვილს, არც შიმშილს არ ვიხილავთო.13. წინასწარმეტყველნი ქარით არიან სავსენიო, სიტყვა არ არისო მათში. ასემც დაემართოთ მათ!14. ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: იმის გამო, რომ ამ სიტყვებს ამბობთ, აჰა, ცეცხლივით ჩაგიდებთ ბაგეებში ჩემს სიტყვას. ეს ხალხი შეშა იქნება და ცეცხლი შთანთქავს მათ.
იერემია თავი 5