იერემია 50:10
9. რადგან, აჰა, აღვძრავ და მივაყენებ ბაბილონზე დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და ტყვედ ჩავარდება. მათი ისრები გამოცდილი მებრძოლებია, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.10. ნადავლად გადიქცევა ქალდეველთა ქვეყანა, ყოველი დამტაცებელი მისი გაძღება, ამბობს უფალი.11. რადგან მხიარულობთ, რადგან ხალისობთ, ჩემი სამკვიდროს მძარცველებო; რადგან კუნტრუშობთ ხბოსავით მწვანეზე და ცხენებივით ჭიხვინებთ.
იერემია თავი 50