იერემია 50:16
15. დაეცით ყიჟინა მის ირგვლივ; ხელი ჩამოუშვა, გადაიქცნენ მისი ბურჯები, ჩამოიქცნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა. მიაგეთ შური, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.16. ამოკვეთეთ მთესველი ბაბილონიდან და ნამგლის დამჭერი მკათათვეში. შემმუსვრელის მახვილისგან ყველამ თავის ხალხს შეაფაროს თავი და ყველა თავისი ქვეყნისკენ გაიქცეს.17. გაბნეული ცხვარია ისრაელი, ლომმა დაფანტა; ჯერ აშურის მეფე ჭამდა მას, ბოლოს ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაუმტვრია ძვალი.
იერემია თავი 50