იერემია 50:8
7. ყოველი მათი მპოვნელი ჭამს მათ და მათი მტრები ასე ამბობენ: ჩვენ ბრალი არა გვაქვს, რადგან მათ შესცოდეს უფალს - სიმართლის სამყოფელს და უფალს - მათი მამა-პაპის იმედს.8. გადაიკარგეთ ბაბილონიდან და გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ერკემლებად იქმენით ფარის წინ.9. რადგან, აჰა, აღვძრავ და მივაყენებ ბაბილონზე დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და ტყვედ ჩავარდება. მათი ისრები გამოცდილი მებრძოლებია, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.
იერემია თავი 50