იერემია 51:28
27. აღმართეთ ბავრაყი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად, შეჰყარეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინის და აშქენაზის სამეფოები, დაადგინეთ სარდალი მის წინააღმდეგ, მიუსიეთ ცხენები ჯაგარაშლილ კალიასავით.28. დალოცეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფენი, მისი ნაცვალნი და ყოველი მისი მთავარი, მისი საბრძანებლის ყოველი ქვეყანა.29. ირყევა მიწა და იკრუნჩხება, რადგან ეწია ბაბილონს უფლის განზრახვა, რომ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა და გააუკაცუროს.
იერემია თავი 51