იერემია 6:25
24. გვესმა მათი ამბავი და მოგვიდუნდა ხელები; შეგვიპყრო სატანჯველმა, როგორც მშობიარის ტკივილმა.25. ნუ გახვალთ ველად, გზას ნუ დაადგებით, რადგან მტრის მახვილი შიშის ზარს სცემს ირგვლივ!26. ჩემი ერის ასულო! შეირტყი ჯვალო და ნაცარი დაიყარე თავზე, გამართე გოდება მხოლოდშობილზე, მწარე გლოვა, რადგან ანაზდეულად დაგვეცემა შემმუსვრელი.
იერემია თავი 6