იერემია 8:13
12. განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.13. პირწმიდად გავცლი მათ, ამბობს უფალი, ერთა მტევანიც არ შერჩება ვაზს და ლეღვი - ლეღვისხეს; დაჭკნება ფოთოლი და, რაც მივეცი მათ, ხელიდან წაუვათ.14. რას ვუსხედვართ? თავი მოიყარეთ და წავიდეთ ციხე-ქალაქებში, რათა იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გაგვწირა დასაღუპად; მოწამლული წყალი შეგვასვა, უფალს რომ შევცოდეთ.
იერემია თავი 8