იესო ნავეს ძე 10:11
10. ზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და დიდი მარცხი მიაყენა მათ იესომ გაბაონში. დაედევნა ბეთ-ხორონის შეღმართზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე.11. ისრაელიანთაგან დევნილებს დიდხანს უშენდა ქვებს ციდან უფალი ბეთ-ხორონის ფერდობზე ხაზეკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა.12. მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!
იესო ნავეს ძე თავი 10