იესო ნავეს ძე 10:13
12. მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!13. დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი (განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში?). იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.14. არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე, რომ ამნაირად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი.
იესო ნავეს ძე თავი 10