იესო ნავეს ძე 10:32
31. გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლიბნიდან ლაქიშისკენ, ალყა შემოარტყა მას და ბრძოლა გაუმართა.32. ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს ლაქიში და მან მეორე დღესვე აიღო ლაქიში, მახვილით მოსრა იგი და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო. ისევე მოექცა, როგორც ლიბნას.33. მაშინ აიძრა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის საშველად, მაგრამ მუსრი გაავლეს მათ იესომ და მისმა ხალხმა. არვინ დაუტოვებიათ ცოცხალი.
იესო ნავეს ძე თავი 10