იესო ნავეს ძე 10:34
33. მაშინ აიძრა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის საშველად, მაგრამ მუსრი გაავლეს მათ იესომ და მისმა ხალხმა. არვინ დაუტოვებიათ ცოცხალი.34. გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლაქიშიდან ყეგლონისაკენ, შემოადგა მას და ბრძოლა გაემართა.35. აიღო ყეგლონი იმავე დღეს და მახვილით მოსრა იგი. ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო, ამავე დღეს ამოწყვიტა. ისევე მოექცა, როგორც ლაქიშს.
იესო ნავეს ძე თავი 10