იესო ნავეს ძე 10:38
37. აიღო ხებრონი და მოსრა იგი მახვილით მისი მეფითურთ, ყველა მისი ქალაქი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არვინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა, როგორც ყეგლონს. გაანადგურა იგი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო.38. დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი დაბირში და ბრძოლა გაუმართა მას.39. ხელში ჩაიგდო იგი, მისი მეფე და მისი ყველა ქალაქი, მახვილით მოსრა და ამოწყვიტა ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არაფერი დაუტოვებია ცოცხალი, როგორც მოექცა ხებრონს, ასევე მოექცა დაბირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს.
იესო ნავეს ძე თავი 10