იესო ნავეს ძე 14:10
9. ასე დაიფიცა იმ დღეს მოსემ: შენი და შენი შვილების სამკვიდრო იყოს ის მიწა, სადაც შენ ფეხი დაგიდგამს, რადგან ბოლომდე უერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.10. აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ.11. ჯერაც ისეთივე მაგარი ვარ, როგორც მაშინ, მოსე რომ მაგზავნიდა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საბრძოლველად და მისასვლელ-მოსასვლელად.
იესო ნავეს ძე თავი 14