იესო ნავეს ძე 15:8
7. ადის საზღვარი დაბირისკენ; ყაქორის ველიდან ჩრდილოეთით უხვევს გილგალისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, ხევის სამხრეთით; გაივლის საზღვარი ყენ-შემეშის წყლებთან და მთავრდება ყენ-როგელთან.8. ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის, ანე იერუსალიმის, სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთიი, რეფაიმთა ველის კიდეზე, ჩრდილოეთით.9. მთის თხემიდან უხვევს ნეფთოახის წყაროსთან, მიდის ყეფრონის მთების ქალაქებისკენ და უხვევს საზღვარი ბაყალასკენ, ანუ კირიათ-იეყარიმისკენ.
იესო ნავეს ძე თავი 15