იესო ნავეს ძე 17:10
9. ეშვება საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემს ეკუთვნის მენაშეს ქალაქებს შორის. მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადის და ზღვასთან წყდება.10. სამხრეთი ეფრემისაა, ჩრდილოეთი მენაშესი; ზღვა აქვთ საზღვრად. ჩრდილოეთის მხრიდან აშერს ემიჯნებიან, აღმოსავლეთიდან ისაქარს.11. ისაქარში და აშერში მენაშეს ეკუთვნოდა ბეთ-შეანი მისი სოფლებითურთ, იბლეყამი მისი სოფლებითურთ, დორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, ყენდორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, თაყანაქის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, მეგიდოს მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ და ნაფეთის სამი მხარე.
იესო ნავეს ძე თავი 17