იესო ნავეს ძე 17:3
2. ჰქონდათ დანარჩენ მენაშეანებს მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერიანებს, ხელეკიანებს, ასრიელიანებს, შექემიანებს, ხეფერიანებს, შემიდაყიანებს - ესენი არიან მენაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მამრობითი მოდგმა, მათი საგვარეულოების მიხედვით.3. არ ჰყავდა ვაჟიშვილები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს. მის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.4. ეახლნენ ისინი ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და მთავრებს და უთხრეს: ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, რომ მოგვეცემოდა სამკვიდრო ჩვენს ნათესავებს შორის. და მიეცათ მათ სამკვიდრო, უფლის ბრძანებისამებრ, მამის ძმებს შორის.
იესო ნავეს ძე თავი 17