იესო ნავეს ძე 17:5
4. ეახლნენ ისინი ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და მთავრებს და უთხრეს: ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, რომ მოგვეცემოდა სამკვიდრო ჩვენს ნათესავებს შორის. და მიეცათ მათ სამკვიდრო, უფლის ბრძანებისამებრ, მამის ძმებს შორის.5. შეხვდა მენაშეს ათი ნაკვეთი, გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა, იორდანეს გაღმა რომ არის.6. რადგან მენაშეანთა ქალებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო ვაჟებთან ერთად, გალაადის მხარე დანარჩენ მენაშეან ვაჟებს ერგოთ.
იესო ნავეს ძე თავი 17