იესო ნავეს ძე 18:13
12. იორდანედან იწყება მათი ჩრდილოეთის საზღვარი, ადის საზღვარი იერიხონისკენ ჩრდილოეთით, მიუყვება მთას დასავლეთისკენ და წყდება ბეთ-ავენის უდაბნოში.13. აქედან ლუზისკენ, ლუზის ანუ ბეთელის, სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთადარისკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით არის.14. უხვევს საზღვარი და მიემართება დასავლეთისკენ მთის სამხრეთ კალთებზე, ბეთ-ხორონის გასწვრივ რომ არის სამხრეთით, და წყდება კირიათ-ბაყალთან ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდაელთა ქალაქთან. ეს დასავლეთი მხარეა.
იესო ნავეს ძე თავი 18