იესო ნავეს ძე 19:48
47. გადასცდა მათ დანიანთა საზღვარი. გავიდნენ დანიანები და შეებრძოლნენ ლეშემს და აიღეს იგი, მახვილით მოსრეს, დაისაკუთრეს და დასახლდნენ იქ. უწოდეს ლეშემს დანი, თავიანთი მამამთავრის, დანის სახელი.48. ეს არის დანიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.49. დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით. თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო ისრაელიანებმა იესო ნავეს ძესაც.
იესო ნავეს ძე თავი 19