იესო ნავეს ძე 19:50
49. დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით. თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო ისრაელიანებმა იესო ნავეს ძესაც.50. უფლის ბრძანებისამებრ მისცეს მას ქალაქი, რომელსაც მოითხოვდა - თიმნათ-სერახი ეფრემის მთაზე. ააშენა ქალაქი და დასახლდა იქ.51. ესენია სამკვიდროები, რომლებიც დაურიგეს ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და მამამთავრებმა ისრაელიანთა შტოებს წილის ყრით სილოამში, უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას.
იესო ნავეს ძე თავი 19