იესო ნავეს ძე 21:4
3. მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილი თავიანთი სამკვიდროდან, უფლის ბრძანებისებრ, ეს ქალაქები მათი სანახებითურთ.4. ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან - ცამეტი ქალაქი.5. ხოლო კაჰათის დანარჩენ შთამომავალთ ეფრემის შტოს საგვარეულოებიდან, დანის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან - წილისყრით ათი ქალაქი.
იესო ნავეს ძე თავი 21