იესო ნავეს ძე 21:44
43. მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემასაც დაჰპირდა მათ მამა- პაპას. მათაც დაისაკუთრეს იგი და დამკვიდრდნენ იქ.44. მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. ვერა მტერი ვერ უმკლავდებოდა მათ, ყველანი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა.45. არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა.
იესო ნავეს ძე თავი 21