იესო ნავეს ძე 22:18
17. განა არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვმწმედილვართ და რომ აზარალებს უფლის საზოგადოებას?18. ზურგი შეგიქცევიათ დღეს უფლისათვის, აჯავრებთ დღეს უფალს, რომ ხვალ რისხვა დაატეხოს ისრაელის მთელს საზოგადოებას.19. თუ უწმიდური გგონიათ თქვენი კუთვნილი მიწა, გადადით უფლის კუთვნილ მიწაზე, სადაც უფლის სავანე ასვენია; ჩვენს შორის დაისაკუთრეთ სამკვიდრო, ოღონდ უფალს ნუ გააჯავრებთ; ნურც ჩვენც გაგვაჯავრებთ იმით, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს იშენებთ.
იესო ნავეს ძე თავი 22