იესო ნავეს ძე 22:4
3. არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი ხნის მანძილზე დღემდე. ასრულებდით სამსახურს - უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებს.4. ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენსკუთვნილ მიწაზე, რომელიც მოუცია თქვენთვის მოსეს, უფლის მორჩილს, იორდანეს გაღმა.5. ოღონდ ბეჯითად შეასრულეთ მცნება და რჯული რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მორჩილმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე, დაიცვათ მისი ნაბრძანევი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით.
იესო ნავეს ძე თავი 22