იესო ნავეს ძე 23:13
12. თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, დაუმოყვრდებით მათ და ასე შეერევით ერთმანეთს,13. იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არგადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.14. აჰა, დღეს მივდივარ წუთისოფლის წესისამებრ. მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს.
იესო ნავეს ძე თავი 23