იესო ნავეს ძე 24:12
11. გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხონს. გაგიმართეს ბრძოლა იერიხონის პატრონებმა - ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშეველებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა.12. კრაზანები გავუშვი თქვენს წინ და მათ გარეკეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე, არა მახვილით და არა მშვილდით.13. მოგეცით მიწა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ, მაგრამ ცხოვრობთ იქ. საზრდოობთ ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ.
იესო ნავეს ძე თავი 24