იესო ნავეს ძე 24:2
1. თავი მოუყარა იესომ ისრაელის ყველა შტოს შექემში, დაიბარა ისრაელის უხუცესობა, მისი თავკაცები, მისი მსაჯულები, მისი ზედამხედველები და ისინიც წარდგნენ ღვთის წინაშე.2. უთხრა იესომ მთელს ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა - და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს.3. წამოვიყვანე მამაშენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი.
იესო ნავეს ძე თავი 24