იესო ნავეს ძე 24:7
6. ამოვიყვანე ეგვიპტიდან თქვენი მამა-პაპა და მოადექით ზღვას; ედევნებოდნენ ეგვიპტელები თქვენს მამა-პაპას ეტლებითა და ცხენებით მეწამულ ზღვამდე.7. შეჰღაღადეს უფალს და მანაც ჩამოაფინა უკუნი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა ვუყავი ეგვიპტელებს. მას მერე უდაბნოში ცხოვრობდით მრავალი ხანი.8. მიგიყვანეთ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. შეგებრძოლენ, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. თქვენ დაისაკუთრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენგან.
იესო ნავეს ძე თავი 24