იესო ნავეს ძე 24:9
8. მიგიყვანეთ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. შეგებრძოლენ, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. თქვენ დაისაკუთრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენგან.9. ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, და ბრძოლა გაუმართა ისრაელს და დაიბარა ბალაამი, ბეყორის ძე, თქვენს დასაწყევლად.10. მაგრამ მე არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ თქვენ. ასე გიხსენით მისი ხელიდან.
იესო ნავეს ძე თავი 24