იესო ნავეს ძე 3:15
14. როცა დაიძრა ხალხი თავ-თავისი კარვებიდან, რომ გადაელახათ იორდანე, მღვდლებმაც წაიღეს ხალხის წინ აღთქმის კიდობანი.15. როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე),16. დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი.
იესო ნავეს ძე თავი 3