იესო ნავეს ძე 5:2
1. როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის მეფეებმა და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ ამოაშრო უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გაღმა გამოვიდოდნენ, შეუდრკათ გული და მხნეობა წაუხდათ ისრაელიანთა გამო.2. იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინდაცვითე ისრაელიანები.3. გააკეთა იესომ კაჟის დანები და წინდაცვითა ისრაელიანები გიბყათ-ჰაყარალოთის (წინდაცვეთის გორა) მახლობლად.
იესო ნავეს ძე თავი 5