იესო ნავეს ძე 5:6
5. წინდაცვეთილი იყო მთელი ხალხი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდა; მაგრამ ხალხი, რომელიც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, არ იყო წინდაცვეთილი.6. რადგან ორმოცი წელი დადიოდნენ უდაბნოში ისრაელიანები, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი, ბრძოლის შემძლებელი, რომელთაც არ გაიგონეს უფლის სიტყვა და რომელთაც დაემუქრა უფალი, რომ თვალით არ ანახვებდა იმ ქვეყანას. მათი მამა-პაპისთვის რომ ჰქონდა აღთქმული, ქვეყანას, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დის.7. მათ ნაცვლად კი მათი შვილები დაადგინა. სწორედ ესენი წინდაცვითა იესომ, რადგან წინდაუცვეთელნი იყვნენ, არ მიუღიათ წინდაცვეთა გზაში.
იესო ნავეს ძე თავი 5