იესო ნავეს ძე 6:21
20. ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით, და აიღეს ქალაქი.21. გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.22. იმ ორ კაცს, ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასულნი, უთხრა იესომ: მიდით მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის ქალი და მისი ყველა შინაური, როგორც დაჰპირდით.
იესო ნავეს ძე თავი 6