იესო ნავეს ძე 6:23
22. იმ ორ კაცს, ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასულნი, უთხრა იესომ: მიდით მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის ქალი და მისი ყველა შინაური, როგორც დაჰპირდით.23. წავიდნენ მსტოვარი ბიჭები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი და დედამისი, მისი ძმები, ყველა, ვინც კი ჰყავდა, გამოიყვანეს მთელი მისი სანათესაო და ისრაელის ბანაკს გარეთ დააყენეს.24. ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს.
იესო ნავეს ძე თავი 6