იესო ნავეს ძე 6:25
24. ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს.25. მეძავი რახაბი, მამამისის სახლი და ყველა, ვინც კი მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ. დარჩა ქალი ისრაელში დღევანდლამდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იესომ გაგზავნა იერიხონის დასაზვერად.26. მაშინ დაიფიცა იესომ: წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს.
იესო ნავეს ძე თავი 6