იესო ნავეს ძე 7:14
13. ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: განიწმიდეთ ხვალისათვის, რადგან ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი დარისხებული გყავს შენს შორის, ისრაელო. ვერ გაუმკლავდები მტერს, თუ არ მოიშორებ დარისხებულს.14. თითო-თითო შტო მოდექით ხვალ დილით; რომელ შტოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო საგვარეულო მოდგეს მისგან; რომელ საგვარეულოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო სახლი მოდგეს მისგან; რომელს სახლსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო კაცი მოდგეს მისგან.15. ვინც დაჭერილი იქნება დარისხებულის წაღებაში, ცეცხლს უნდა მიეცეს იგი მთელი თავისი საბადებელითურთ, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უწმიდურება ჩაიდინა ისრაელში.
იესო ნავეს ძე თავი 7