იესო ნავეს ძე 7:2
1. ხელჰყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე.2. გაგზავნა იესომ კაცები იერიხონიდან ჰაღაიში, ბეთავენთან რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით, და დააბარა: ადით და დაზვერეთ ქვეყანა. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.3. ჩამობრუნდნენ იესოსთან და მოახსენეს: ნუ ავა მთელი ხალხი, ორიათასამდე ან სამიათასამდე კაცი ავიდეს და სძლევენ ჰაღაის. ნუ გასარჯავ მთელს ერს, რადგან ცოტანი არიან ისინი.
იესო ნავეს ძე თავი 7