იესო ნავეს ძე 8:18
17. კაციშვილი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გაჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს.18. უთხრა უფალმა იესოს: ჰაღაის მოუღერე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას. მოუღერა შუბი, ხელში რომ ეჭირა, იესომ ქალაქს.19. საჩქაროდ წამოიშალნენ ადგილიდან ჩასაფრებულნი და გაეშურნენ მისი ხელის მოღერებაზე. შევიდნენ ქალაქში, აიღეს და დაუყოვნებლივ ცეცხლს მისცეს იგი.
იესო ნავეს ძე თავი 8