იესო ნავეს ძე 8:33
32. იქ გადაწერა იესომ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელიანთა წინაშე.33. მთელი ისრაელი, მისი უხუცესობა, გამრიგენი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს ლევიანი მღვდლების, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთა საპირისპიროდ, როგორც მდგმურნი, ისე მკვიდრნი, ერთი ნახევარი - გარიზიმის მთის მიმართულებით, მეორე ნახევარი - ღებალის მთის მიმართულებით, როგორც ადრევე ჰქონდა ნაბრძანები მოსეს, უფლის მორჩილს, რათა კურთხეული ყოფილიყო ისრაელის ერი.34. ამის მერე წაიკითხა რჯულის სიტყვები, კურთხევა და შეჩვენება, როგორც ეწერა რჯულის წიგნში.
იესო ნავეს ძე თავი 8