იესო ნავეს ძე 9:13
12. ჯერ კიდევ თბილი იყო ეს ჩვენი პური, როცა სახლიდან საგზლად წამოვიღეთ და თქვენსკენ წამოვედით. ახლა, ხომ ხედავთ, გამხმარია და დაობებული.13. ეს ღვინის ტიკებიც, ახლები რომ ავავსეთ, დახეულია; ეს ტანისამოსიც და ფეხსაცმელიც გაგვეცვითა შორ გზაზე.14. გამოართვეს ისრაელიანებმა საგზალი, ისე რომ არც დაკითხვიან უფლის ბაგეს.
იესო ნავეს ძე თავი 9