იესო ნავეს ძე 9:18
17. დაიძრნენ ისრაელიანები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს. მათი ქალაქები იყო: გაბაონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი.18. არ გაჟლიტეს ისინი ისრაელიანებმა, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი ჰყავდათ მათთვის დაფიცებული საზოგადოების თავკაცებს. აუმხედრდა თავკაცებს მთელი საზოგადოება.19. უთხრეს თავკაცებმა მთელს საზოგადოებას: უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ მათ. ახლა მათი ხელის ხლებაც არ შეგვიძლია.
იესო ნავეს ძე თავი 9