იესო ნავეს ძე 9:23
22. დაიბარა ისინი იესომ და ასე ელაპარაკა მათ: რატომ მოგვატყუეთ, ძალიან შორსა ვართო თქვენგან, ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ.23. დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!24. მიუგეს იესოს და უთხრეს: გაგებული ჰქონდათ თქვენს მორჩილთ, რაც გამოუცხადა შენმა ღმერთმა მოსეს, თავის მორჩილს, რიამ თქვენ მოგცემდათ მთელს ამ ქვეყანას და გადააშენებდა ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს თქვენს წინაშე. დიდად შეგვეშინდა თქვენი და ამიტომაც მოვიქეცით ასე.
იესო ნავეს ძე თავი 9