იგავნი სოლომონისა 22:4
3. გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.4. თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა.5. უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია, ხოლო ვინც თავის სულს უფრთხილდება, შორს უვლის მას.
იგავნი სოლომონისა თავი 22